ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N2
 
დღის წესრიგი:
 
 
 
1.      წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
(მომხსენებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მედეა წეროძე);
 
2.      სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დამტკიცება.
(მომხსენებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მედეა წეროძე);
 
3.      სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშა­ვე­ბელი კომისიის წევრების დასახელება და სამუშაო ჯგუფის დამ­ტკიცება;
 
4.      მიმდინარე საკითხები.
 
  
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N2 სხდომა ჩატარდება
2007 წლის 17 იანვარს, 11 საათზე
სტუ- ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
 
  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 17 იანვრის სხდომის
ოქმი ¹2
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას მისი სიითი შემად­გენ­ლობის 77 წევრიდან ესწრებოდა 74 წევრი. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზა­ძე.
სხდომამ მოისმინა პროფ. ე. თევზაძის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი (იხ. დანართი), რომელსაც საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. რადგან საბჭოს სამდივნო დამტკიცებული არ არის, საჭირო გახდა მდივნის არჩევა. საბჭომ სხდომის მდივნად ერთხმად აირჩია სტუ-ს ასოცირებული პროფესორი გინა გურეშიძე.
სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგის თანახმად სიტყვა გა­დასცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს მედეა წეროძეს.
მოისმინეს:   ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მედეა წეროძის ინფორმაცია სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენ­ლობაში ცვლილებების შეტანის შე­სა­ხებ და მარნეულის ფაკულტეტის წარმომადგენ­ლობითი საბჭოს ორ წევრზე კონკურსის გამოც­ხდების შესახებ (მოხსენებითი ბარათი ოქმს თან ერთვის).
ჩატარდა კენჭისყრა და დამტკიცდა ახალი წევრების უფლება­მო­სილება.
მოისმინეს:  პროფ. ე. თევზაძის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუ-ს აკადე­მი­ურმა საბჭომ, 2007 წლის 11 იანვრის სხდომაზე ფა­რული კენჭისყრით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ­მძღვანელად აირჩია პროფ. სერგო ესაძე. ამასთან დაკავ­შირებით, სპიკერმა სიტყვა გადასცა ცენტრა­ლური საარ­ჩევნო კომისიის წევრს მ. წეროძეს.
მ. წეროძემ სხდომის წევრებს გააცნო აკადემიურ საბჭოში ჩატა­რებული არჩევ­ნე­ბის შემაჯამებელ ოქმი (იხ. დანართი).
სპიკერმა ე. თევზაძემ აღნიშნა, რომ განათლების კანონში  არ არის მითითებული თუ რა ფორმით, (ღია თუ ფარული კენჭისყრით) უნდა ჩატარდეს წარმომადგენ­ლო­ბით საბჭოში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვა­ნე­ლის არჩევა.Aამიტომ,Mმან კენჭისყრაზე დაა­ყენა საკითხი თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი ღია კენჭისყრის ფორმას.
ჩატარდა ღია კენჭისყრა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა პროფ. სერგო ესაძე.
პროფ. ს. ესაძემ წარმოადგინა თავისი პროგრამა. ჩამოაყალიბა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მნიშვნელობა და მისი დანიშნულება, მიზნები; რის შემდეგაც სხდომის წევრებმა გამოთქვეს აზრი:
 
კითხვას სვამს პროფ. ნოდარ ქაჯაია _ ორი წლის განმავლობაში ყველა პროცესი ვი­თარ­დე­ბოდა ვოლუნტარის­ტუ­ლად, ყველა სა­­კითხს წყვეტდა ადამიანთა მცირე ჯგუფი, რასაც მოჰყვა სასწავლო პროცესის გაუა­რე­სე­ბა.
კითხვას პასუხობს პროფ. სერგო ესაძე – პიროვნულად აღარ მოხდება გადაწყვე­ტილებების მი­ღ­ე­ბა. აუცილებლად მოვის­მენთ და გავითვალისწი­ნებთ სპეციალის­ტთა მოსაზ­რებებსა და რეკომენდა­ციებს.
კითხვას სვამს პროფ. დავით ჯაფარიძე – სასწავლო პროგრამებს როგორ გაუკეთებთ ანალიზს?
კითხვას პასუხობს პროფ. სერგო ესაძე - II, III, IV, V კურსები სწავლობენ 120 კრედი­ატიანი პროგ­რამით. აკრედიტაციის გაუვლელო­ბის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა დროებითი სააკრედი­ტაციო საბჭო, რომელიც მუშაობს ამ საკით­ხ­ზე. ეს არის პროგრამული მიმართულება. ამ ჯგუფმა 15 თებერ­ვლამდე უნდა მოამზადოს 60 კრედიტის შესაბამისი პროგრამები. 20 იანვრიდან დეკანები წარ­მო­ადგენენ ამ პროგრამებს. ყველა ეს პროგრამა იქ­ნება 60 კრედიტიანი.
კითხვას სვამს პროფ. ვანო თვალავაძე – ყველა ის ფუნქცია, რაც თქვენი გეგმით ჩამოთვალეთ, ჰქონდა აკადემიური განვითა­რების დეპარ­ტა­მენტს. თქვენი სამსახურის პარალე­ლუ­რად იმუშავებს თუ არა ეს დეპარ­ტამენტი?
კითხვას პასუხობს პროფ. სერგო ესაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიქ­მნა სწორედ ამ დეპარტამენტის რეორგანი­ზაციის გზით, დეპარ­ტა­მენტის ნაცვლად იქნება მინი­მალური სამსახური, რომელსაც ექნება რაღაც ფუნ­ქცი­ები, მაგრამ შემცირებული, შეკვეცილი ფორ­მით.
კითხვას სვამს პროფ. იგორ კვესელავა – კანონში მართვაზე არაფერი წერია, სას­წავლო პროცესი უნდა იმართებოდეს. აქ ლაპა­რა­კია შეფასებაზე, მართვა არ ჩანს. ჩვენ უნდა გვქონ­დეს წესდება, ეს იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვრჩებით ძველ წესდებაზე? უნდა შეიქმნას ინსტრუქ­ცია, რომელიც ხელში აიღებს ყველაფრის მართვას.
კითხვას პასუხობს პროფ. სერგო ესაძე – ამ სამსახურის მუშაობას განსაზღვრავენ ფა­კულ­ტეტები, რაც შეეხება უნივერ­სი­ტე­ტის აკადემიური პრო­ცესის კოორდინაციას, გა­ვა­­­კეთებთ ჩვენ, დანარჩენს ფაკულტეტები გააკე­თებენ.
 
კითხვა-პასუხის შემდეგ აზრი გამოთქვა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რამდენიმე წევრმა:
 
პროფ. ნოდარ ქაჯაია – ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაც, თორემ ასე აღარ შეიძლება. სირცხვილია, რომ ასეთი ტრადიციების უნივერსიტეტმა აკრედიატაცია ვერ მიიღო. რას ნიშნავს შენობების გასხვისება, შახტის გაუქმება? წარმოუდგენელია სასწავლო პროცესი მიმდინარე­ობ­დეს ნორმალურად, როცა სასწავლო პროცესის 35% მიყავს შტატიან თანამ­შრომ­ლებს, დანარჩენი საათობრივებს. სრული პროფე­სო­რის ანაზ­ღა­უ­რება გაცილებით ნაკ­ლე­ბია, ვიდრე ივ ჯავახიშ­ვილის სახელობის თბი­ლისის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტის ასისტენტ-პროფესორისა. სწავლების 2/3 მიყავს საათობრივებს, თანაც დამსახურებულ და მაღალი აკადემიური კვალიფი­კაციის მასწავ­ლებ­ლებს, ეს უსამართლობაა. მათ უნდა მივცეთ ხელშეკრუ­ლე­ბა შტატით.
პროფ. იგორ კვესელავა – სასწავლო პროცესი არის მთავარი. უნდა მოევ­ლოს მაგისტრების საკითხსაც. ჩვენ ვაძლევთ ხა­რისხს. როგორ შეიძლება ნაშრომი იყოს 10-15 გვერ­დზე? ლიცენზიის გარეშე მაგისტრატურა არ უნდა არსებობდეს. აუცილებლად დავაყენოთ დოქ­ტუ­რანტურის საკითხი. უნდა დავსვათ საკით­ხი, რომ მივიღოთ პოლიტიკური განცხადება, სად წა­ვიდეს მომავალი მშენებელი, გეოლოგი, ნების­მი­ერი ინჟინერი? ფასიანი კერძო ინსტი­ტუ­ტები ქმნი­ან მძლავრ მატერიალურ ბაზას და პროფე­სუ­რას. ეს განპირობებულია იქ მაღალი ხელფასით. ჩვე­ნი უნივერსიტეტი ამით კარგავს პროფესიონა­ლებს.
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი ბორის გითოლენდია – ჩვენი მთავა­რი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ სტუ­დენტები ჩართული ვიყოთ ამ პროცესში. ბატონ ს. ესაძესთან მიმართებაში ჩვენ მზად ვართ თანამ­შრო­მლობისა და გვერდზე დგომისათვის.
 
შეკითხვების შემდეგ პროფ. ე. თევზაძემ ჩაატარა ღია კენჭისყრა.
სპიკერმა კითხვით მიმართა სხდომის წევრებს:
ვინ არის მომხრე, რომ სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხურის ხელ­მ­ძღვა­­ნელად დამტკიცებული იქნეს პროფ. ს. ესაძე? გთხოვთ, ხელის აწევით დაადასტუროთ.
წინააღმდეგი ხომ არავინ არის? – ასეთები არ არიან.
თავი ვინ შეიკავა? – ასეთები არ არიან.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად, გმადლობთ.
 
დაადგინეს:  სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვა­ნე­ლად  არჩეულ იქნა პროფ ს. ესაძე.
მოისმინეს:   პროფ. ე. თევზაძის ინფორმაცია დღის წესრიგის მე-3 საკით­ხის შესახებ - რეგლამენტი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დამტკიცდეს, აუცილებლად გაითვალისწინებს საბჭოს შემად­გენლო­ბაში სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან კონ­სულ­ტაციების შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენს საბჭოში მიზანშეწონილია ჩამოყა­ლიბდეს ოთხი სამუშაო ჯგუფი (იხ. დანართი).
სპიკერმა კითხვით მიმართა სხდომის წევრებს:
მე კენჭს ვუყრი სამუშაო ჯგუფების დასახელებასა და მათი შემადგენლობის დამტკიცებას, ვინ არის მომხრე? გთხოვთ ხელის აწევით დაგვიდასტუროთ.
წინააღმდეგი ხომ არავინ არის? – ასეთები არ არიან.
თავი ვინ შეიკავა? – ასეთები არ არიან.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად, გმადლობთ.
პროფ. ე. თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბ­ჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის და სხდომა დახურულად გამოაცხადდა.
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
პროფესორი                                                   /ე. თევზაძე/
 
მდივანი
ასოცირებული პროფესორი                                   /გ. გურეშიძე/ 

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011