ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N3
 
დღის წესრიგი:
 
1.      ცვლილებები საბჭოს შემადგენლობაში.
მომხსენებელი პროფ. ანზორ შავგულიძე (სტუ-ს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისიის თავმჯდომარე);
 
2.      სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის დამტკი­ცება.
მომხსენებელი პროფ. ანზორ შავგულიძე (სტუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე);
 
3.      წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის განხილვა.
მომხსე­ნე­ბელი პროფ. ჯემალ ბერიძე (სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე);
 
4.      ინფორმაცია სტუ-ს წესდების შემმუშავებელი კომისიის მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი პროფ. მარინა ქურდაძე (სტუ-ს წარმომადგენ­ლობი­თი საბჭოს წესდების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე);
 
5.      მიმდინარე საკითხები.
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა ¹3 ჩატარდება
2007 წლის 9 თებერვალს, 11 საათზე
სტუ- ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 9 თებერვლის სხდომის
 
ოქმი N3
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას სიითი შემად­გენ­ლობის 74 წევრიდან ესწრებოდა 70. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბ­ჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზა­ძე.
სხდომამ მოისმინა პროფ. ე. თევზაძის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი (იხ. დანართი). საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს. იმის გამო, რომ სამდივნო ჯერ არ არის დამტკიცებული, აირჩიეს სხდომის მდივანი. სხდომის მდივ­ნად საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩია სტუ-ს ასოცირებული პროფე­სორი გინა გურეშიძე.
სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგის თანახმად სიტყვა გადასცა სა­ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმ­ჯდომარეს პროფ. ანზორ შავგულიძეს.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდო­მარის ინფორმაცია საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან შეახსენა საბჭოს წევრებს, რომ საქართველოს კანონის «უმაღ­ლესი განათლების შესახებ» მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედ­ვით, წარმომადგენლობითი საბჭოს შე­მადგენ­ლობაში არ შეიძ­ლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერ­სო­ნა­ლის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემი­უ­რი საბჭოს წევრე­ბი. სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი როინ იმედაძე და ინ­ფორმატიკის ფაკულტეტის პრო­ფესორი ნიკოლოზ ჩხაიძე არჩე­ულ იქნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრო­სებად შესაბამის ფაკულტეტებზე, რის გამოც განთავი­სუფ­ლდნენ საბჭოს წევრობიდან.
 
პროფ. ანზორ შავგულიძე _ საქართველოს კანონის «უმაღლესი განათლე­ბის შესახებ» მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წარმომად­გენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწ­ყვე­ტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამო­სილე­ბის დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არ­ჩევ­ნებში უფლებამოსილება­შეწყვეტი­ლი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაო­დე­ნობა მოაგროვა. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, პროფესორ ნიკოლოზ ჩხაიძის ნაცვლად ინფორმატიკის ფაკულტეტიდან წარმომადგენ­ლობით საბჭოში შევიდა პროფესორი ალექსანდრე ბენაშვილი. გარდა ამისა, ირინა ბადაგაძე და გია იოსებაშვილი, საერთა­შორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულ­ტეტიდან, განთავისუფლებულნი იქნენ საბჭოს შემადგენლო­ბი­დან, რადგან მათ ადმინისტრაციული თანამდებობები დაიკავეს. გამოც­­ხადდა კონკურსი ამ ორი ვაკანტური ადგილის დასაკა­ვებ­ლად, თუმცა ფაკულტეტს კანდიდატურები არ წამო­უყენებია, ამიტომ, საბჭოს შემადგენლობა შემცირდა 2 კაცით. სამშე­ნებ­ლო ფაკულტეტზე კი უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის (პროფ. როინ იმედაძე) შემდეგ ხმების თანაბარი რაოდენობა (7 ხმა) ჰქონდა 3 კანდი­დატს. ამის თაო­ბაზე საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა საქარ­თვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, თუმცა, პასუხი სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით (თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სამი კანდიდა­ტი­დან უფლებამონაცვლე პირის გან­საზღვრა) ჯერ არ უცნობებია. ასევე, ჰუმანიტარულ-ტექნი­კუ­რი ფაკულტეტის სტუდენტმა ბად­რი შუბ­ლაძემ საკუთარი სურ­ვილით დატოვა წარმომადგენ­ლო­ბითი საბჭო, მისი ადგილი კი დაიკავა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დოქტორანტმა ლევან ჯაფა­რიძემ, რომელიც სიით იყო შემდეგი კანდიდატი. საავიაციო ფაკულტეტი კი გავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობიდან, შესაბამისად წარმომადგენ­ლო­ბითი საბჭოს წევრებს ამ ფაკულ­ტეტიდან (სრული პრო­ფე­სორი გივი ლობჟანიძე, ასო­ცირე­ბული პროფესორი ია ხა­რა­ზი) შეუწყდათ უფლებამოსი­ლება. საბჭოს შემადგენლობაში დარ­ჩა 74 წევრი.
 
კითხვას სვამს სტუდენტი ამირან კაცაძე _ ხარისხის უზრუნველყოფის  სამ­სა­ხური შედის თუ არა ადმინისტრაციულ თანმადებობაში?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ანზორ შავგულიძე _ საქართველოს კანონი «უმაღ­ლესი განათლების შესახებ» მე-40 მუხლის პირველ პუნქტში განმარტავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლებაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექ­ტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკა­ნი, მათი მოადგილეები. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალს მიე­კუთ­­ვნე­ბიან საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი სა­გან­­მა­ნათლებლო დაწესებულების საქმინობისათვის აუცილე­ბელი პირები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კი შეყვა­ნილია საშტატო ნუსხაში, ესეიგი მასში მომუშავე პირები წარ­მო­ადგენენ დამხმარე პერსონალს; ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი კი განმარტავს, რომ წარმომადგენლობით საბჭოში არ შეიძლება არჩეულ იქნენ დამხმარე პერსონალის წარმომად­გენ­ლები.
 
კითხვას სვამს პროფ. ნოდარ ქაჯაია _ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ წარ­მო­­მადგენლობითი საბჭოს წევრს აუცილებლად უნდა ეკა­ვოს აკადე­მიური თანამდებობა (გარდა სტუდენტებისა), მაგ­რამ კა­ნონ­ში აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრი შეიძლება იყოს კურს­დამ­თავრებული და საზოგადოების წარმომადგენელი.
 
კითხვას პასუხობს პროფ. ანზორ შავგულიძე _ არა, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს აუცილებლად უნდა ეკავოს აკადემიური თანამდებობა.
 
კითხვა-პასუხის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მიმართა საბჭოს წევრებს:
 
პროფ. . თევზაძე _ კენჭი ვუყაროთ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დოქტორანტის ლევან ჯაფარიძის (სტუდენტთა კვო­ტი­დან) და ალექსანდრე ბენაშვილის (ლექტორთა კვო­ტიდან) უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
                    
გთხოვთ, ხელის აწევით დაადასტუროთ.
 
                     წინააღმდეგი ხომ არავინ არის? _ ასეთები არ არიან.
                          თავი ხომ არავინ შეიკავა? – ასეთები არ არიან.
                          გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად, გმადლობთ.
 
ახალ წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სპიკერმა ეკატერინე თევ­ზაძემ სხდომის წევრებს შეახსენა დღის წესრიგის მეორე საკითხი – სტუ-ს ადმი­ნის­ტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება, რის შემდეგაც საბჭოს კვლავ პროფ. ანზორ შავგულიძემ მიმართა.
 
პროფ. ანზორ შავგულიძე _ როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სას­წავ­ლო და სამეცნიერო სფეროს კურირებს რექტორი, ხოლო სხვა დანარჩენს (ადმინისტრაციულ, საფინან­სო-ეკონომიკურ, სამეურნეო და სხვა საკითხებს) კი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი). 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის პროცესი. ამ თანამდებობის დასაკავებლად სტუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შემოიტანა ორმა კან­დიდატმა: საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სა­მე­ურ­ნეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, პროფე­სორმა ქეთევან ქოქრაშვილმა და სტუ-ს ასოცი­რე­ბულმა პროფესორმა ზურაბ ვაშაკიძემ. ზურაბ ვაშაკი­ძის პროგრამა დადებითად შეფასდა, თუმცა ფარული კენჭისყრით ხმათა სრული უმრავლესობით სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი აირჩია.
 
სტუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა პროფესორ ქეთევან ქოქრაშ­ვილს, წარმოედგინა საკუთარი სამოქმედო პროგრამა ადმინისტრაციის ხელმ­ძღვა­ნელის თანმადებობაზე არჩევის შემთხვევაში.
 
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ჩემს პირად სამოქმედო გეგმასთან ერთად, მოგახ­სე­ნებთ იმას, თუ რა გაკეთდა უახლოეს წარსულში, ანუ მას შემ­დეგ, რაც დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სა­მე­ურ­ნეო საქმე­თა დეპარტამენტის უფროსად და იმას, თუ რა კეთ­დება დღეს.
მოგეხსენებათ, სულ ახლახან დაიწყო ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის საწავლო კორპუსებში გათბობის სისტემის დამონტაჟება. VI კორ­­პუსში ეს პროცესი ფინალურ ეტაპზეა. უახლოეს მომავალში კი ანალოგიური სამუშაოები III და IV კორპუსებშიც დაიწყება. სრუ­­ლად იცვლება კარ-ფანჯრები I, III, IV, VI და VIII კორ­პუ­სებ­ში.
მიმდინარეობს ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაცია, კორპუ­სებს ვანთავისუფლებთ მწყობრიდან გამოსული სისტემე­ბისა და აპარა­ტურისგან. უახლოეს მომავალში დასრულდება იმ ფართე­ბის გადმოცემა, რომელიც უზუფრუქტით არ იყო ტექნიკურ უნი­ვერსიტეტისათვის გადმოცემული, ასევე დაგვიბრუნდება შახტა-ლაბო­რატორია, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია შეთანხმება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ მოიჯარეებთან, რომელთაც ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტო­რი­აზე იჯარით აქვთ აღებული გარკვეული ფართები და მათი საიჯარო თანხა სავარაუდოდ 5-6-ჯერ გაიზრდება.
მოსალოდნელია სტუდენტთათვის სტიპენდიების ზრდა ორ ეტა­პად. შედგენილია ახალი საშტატო განრიგი. მოხდება ხელფა­სე­ბის ზრდა ასევე ორ ეტაპად 20-60 %-ის ფარგლებში.
გაუქმდა დიპლომის გადასახადი, რომელიც ცხრა ლარს შეად­გენ­და, თანამშრომელთა მოწმობები გაიცემა უფასოდ.
დაწყებულია მოლაპარაკება საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნუ­ლი აკადემიის ბიბლიოთეკასთან, უახლოეს მომავალში ტექნი­კურ უნივერსიტეტსა და აკადემიას შორის გაფორმდება მემო­რანდუმი, რომლის მიხედვითაც აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
I კორპუს­ში მდებარე მუზეუმი გადმოგვეცემა სარგებლობის უფ­ლე­ბით და იქ გაკეთდება უახლესი სტანდარტების კომ­პიუ­ტე­რუ­ლი ცენტრი. ასეთივე ცენტრი გაკეთდება VI კორპუსშიც. მწვავედ დაისვა სტუ-ს პოლიკლინიკის საკითხი, ის გადავა X კორპუსში, რამდენიმე დღის წინ პირადად მოვინახულე ეს ტერი­ტორია და გარწმუნებთ, რომ მისი ამ ადგილას განთავ­სება ბევ­რად უკეთესს გახდის მის ფუნქციონირებას, ვიდრე ეს დღემდე იყო.
ფასიან სექტორზე მყოფი სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან უნივერსიტეტის გარეთ, ბანკში. ამჟამად მიმდინარე­ობს მოლაპა­რა­კება რამდენიმე ბანკთან, საბოლოოდ ხელშეკ­რუ­ლებას მასთან გავაფორმებთ, ვინც ყველაზე საუკეთესო პირო­ბებს შემოგვთა­ვა­ზებს. ისინი ასევე გვპირდებიან სტუდენტების დასაქმებას, მათ წაყ­ვანას სტაჟიორებად და თანამშრომლებად.
უნდა მოხდეს IX კორპუსის სრული რეაბილიტაცია, ეს პროცესი გაზაფხულის ბოლოს დაიწყება. აქ განთავსდება უახლესი მოთ­ხოვ­ნების შესაბამისი ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი, სა­კონფერენციო დარბაზი და მუზეუმი.
 
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილს, სამოქმედო პროგრამის წარ­მო­დგენის შემდეგ, კითხვებით მიმართეს წარმომადგენლობითი საბჭოს წევ­რებმა:
 
კითხვას სვამს პროფ. ზურაბ გედენიძე _ იგეგმება თუ არა უახლოეს მომა­ვალში I კორპუსში გათბობის სისტემის დამონტაჟება?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მიმდინარე წელს I სას­წავ­­ლო კორპუსში გათბობის სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება. ამ კორპუსის გათბობა ძალიან დიდ პრო­ბ­­ლემებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. წლე­­­ვან­დელი ბიუჯეტით კი ამ თანხების მობილიზება ვერ მოხერხდება.
 
კითხვას სვამს პროფ. დავით ჯაფარიძე _ მიმდინარეობს თუ არა VI სასწავლო კორპუსში გათბობის სისტემის დამონტა­ჟების მონიტორინგი და რა ძირითადი ფონდები მოქმე­დებს დღესდღეობით?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ფირმას, რომელიც აწარ­მო­­ებს გათბობის სისტემის დამონტაჟებას, არჩევს სა­ქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო, რადგან ეს სამუშაოები სწორედ სამინისტროს ბი­უ­­ჯე­ტიდან ფინანსდება. ჩვენ გამოვყოფთ სპეცია­ლურ ჯგუფს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ სა­მუ­შაოების მიმდინარეობას. რაც შეეხება მეორე შე­კით­ხვას, ანუ ჩვენ ხელთ არსებულ ფონდებს, მო­გახ­სენებთ, რომ ჩვენ აღარ ვფლობთ V კორპუსს და ჩვენ­­­ზე მო­მაგრებული რამდენიმე შენობის ნაწილს. უზუფ­რუქტით გადმოგვეცა X კორპუსის I სარ­თული და I კორ­პუსში მდებარე რესტორან «ორი­ენ­ტის» ტე­რი­ტო­რია. კ. გამსა­ხურდიას გამზირზე მდე­ბა­რე სა­ერ­­თო საც­­ხოვ­რებელი ჩვენი აღარ არის. უახ­ლოეს მომა­ვა­ლში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ კონკურ­სი კვე­ბის პრო­დუქტების ფართების იჯარით გაცემის მიზნით ამავე დანიშნულების ობიექტების გახსნისათ­ვის.
 
კითხვას სვამს პროფ. აგული სოხაძე _ დავიბრუნებთ თუ არა I კორპუსის საცურაო აუზს?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ I კორპუსის საცურაო აუზი არ არის ჩვენზე მომაგრებული.
 
კითხვას სვამს პროფ. ჯუმბერ იოსებიძე _ იყიდება თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი და რა მდგომარეობაა დეკანატებში საშტატო ერთეულებთან დაკავშირებით?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ სრული პასუხისმგებ­ლო­ბით შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის გაყიდვასთან დაკავშირებით, ყო­ველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება მე­ო­რე შეკითხვას, დეკანატებში აუცილებლად იქნება შემ­დეგი საშტატო ერთეულები: დეკანებისა და მათი მო­ადგილეების, მდივნების, ბიბლიოთეკარებისა და არ­ქი­ვარიუსების.
 
კითხვას სვამს პროფ. სერგო დადუნაშვილი _ თუ არის დაგეგმილი ლაბო­რატო­რიების ტექნიკური გადაიარაღება?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ დიახ, ეს პროცესი ეტა­პობ­რივად განხორციელდება.
 
კითხვას სვამს პროფ. ივანე შავთვალიშვილი _ მოგეხსენებათ, აუდიტო­რი­ებში ძალზე მოუგვარებელია დაფების საკითხი, აპი­რებთ თუ არა ამ პრობლემის აღმოფხვრას?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ 2006/2007 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე ეს პრობლემა სრუ­ლად იქნება მოგვარებული ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მოქმედ აუდიტორიაში.
 
კითხვას სვამს პროფ. იგორ კვესელავა _ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვა სასწავლებლების არსებობა? მხედველობაში მაქვს VI სასწავლო კორ­პუს­ში მდებარე კავკასიის უნივერსიტეტი. იქნებ ის მაინც მოხერხდეს, რომ ამ სასწავლებლებში მოხდეს ჩვენი პროფესორების დასაქმება.
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ პირადად მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ტექნიკური უნივერ­სიტეტის ტერიტორიზე არსებობდეს ისეთი დაწესე­ბუ­ლება, რომელიც იმავე მიზანს ემსახურება, რასაც ჩვე­ნი უნივერსიტეტი, ამასთან, ის თანხა, რაც დაწესებუ­ლია VI კორპუსში ამ ფართის იჯარით აღე­ბი­სათ­ვის, საკმაო შემოსავალს ჰმატებს ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის ბიუჯეტს. რაც შეეხება მასში ჩვენი პროფესო­რე­ბის დასაქმებას, კავკასიის უნივერსიტეტი კერძო უმაღ­ლესი სას­წავ­ლე­ბელია, რომელიც ყველასგან და­მო­უ­კიდებლად და ავტონო­მი­უ­რად წყვეტს პროფესორ-მასწავლე­ბელ­თა მიღების სა­კითხს.
 
კითხვას სვამს პროფ. ლადო ხოჭოლავა _ რა ხდება აკრედიტაციასთან დაკავშირებით? რა ბედი ელით იმ პროფესორ-მასწავ­ლებლებს, ვინც I კურსის სტუდენტებს უკითხავენ ლექ­ციებს, იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება სტუდენტ­ტების მიღება ჩვენს უნივერსიტეტს 2007/2008 სასწავ­ლო წელს?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მუშაობას ასრულებს სპეციალური კომისია, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სა­ქარ­თველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ მცი­რე ხანში აღუდგება აკრედიტაცია. იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც დატვირთვა არ ექნებათ უნივერსიტეტში, ჩვენ, რასაკვირველია, თანხას ვერ გა­და­­ვუხდით, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, დავა­საქ­მოთ ისინი სხვა კუთხით ჩვენივე უნივერსიტეტში, თუნ­დაც პროფესიული გადამზადების ცენტრში, რომე­ლიც სულ მალე შეიქმნება ტექნიკურ უნივერსიტეტში.
 
კითხვას სვამს პროფ. ბადურ ჭუნაშვილი _ ლაბორანტები თუ არიან გათვალისწინებულნი ახალ საშტატო განრიგში?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ დიახ, ახალ საშტატო ნუსხაში ლაბორანტთა საშტატო ერთეულები გათვა­ლის­წინებულია.
 
კითხვას სვამს სტუდენტი ბორის გითოლენდია _ ეკლესიის მშენებლობის საკითხი თუ დადგება?
 
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ შევეცდებით, ამ საკითხ­ზეც დავიწყოთ მუშაობა.
 
კითხვა-პასუხის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილს საკუთარი სამოქმედო გეგმის წარმოდგენისათვის და თხოვნით მიმართა საბჭოს წევრებს, დაეტოვებინათ დარბაზი, რათა ჩატარე­ბუ­ლიყო ფარული კენჭისყრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელის ასარჩევად.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა კი ადგილი დაიკავეს პრეზიდიუმში, რის შემდეგაც საბჭოს თითოეული წევრი სიითი რიგითობის მიხედვით შევიდა დარბაზში და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, საარჩევნო ბიულეტენის შევსებითა და მისი დახურულ საარჩევნო ყუთში მოთავსების გზით.
მას შემდეგ, რაც სხდომის ყველა წევრმა გამოხატა თავისი არჩევანი, ცენ­ტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროფესორ ანზორ შავგულიძის თავმჯდო­მა­რეობით დაიწყო შედეგების შეჯამება. ხმების დათვლის შემდეგ გაფორმდა არ­ჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საბჭოს წევრებმა დაიკავეს კუთვნილი ადგილი სხდომათა დარბაზში. სპიკერმა ეკატერინე თევზაძემ თხოვნით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომი­სიის თავმჯდომარეს პროფესორ ანზორ შავგულიძეს, საბჭოს წევრებისათვის გაეცნო ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.
 
პროფ. ანზორ შავგულიძე _ წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 9 თებერვლის ¹3 სხდომას მისი სიითი შემად­გენ­ლობის 74 წევრიდან ესწრებოდა 70. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა 70 ბიულეტენი. არჩევნების შედეგები ასეთია: მომხრე – 55, წინააღმდეგი _ 12, 3 ბიულეტენი  ბათილად იქნა ცნობილი.
გადაწყვეტილება მიღებულია. ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამადებობაზე.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პროფესორ ანზორ შავგულიძის მიერ საბჭოს წევრებისათვის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაცნობის შემდეგ, სპიკერმა ეკატერინე თევზაძემ გამოაცხადა დღის წესრიგის მესამე საკითხი (სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის განხილვა).
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _ დღეს სხდომის დაწყებამდე სტუ-ს სტუდენტ­ტურმა თვითმმართველობამ წარმოადგინა წარმომად­გენლობითი საბჭოს რეგლამენტის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საჭიროებს განხილვას და შეჯე­რებას ჩვენ მიერ მომზადებულ რეგლამენტის პროექ­ტ­თან, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მისი გან­ხილ­ვა, ამიტომ დღის წესრიგის მესამე საკითხი გადა­ვიტანოთ შემდეგი სხდომისთვის.
 
სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშავებელი კომიისის თავმჯდომარემ პროფესორმა ჯემალ ბერიძემ თხოვნით მიმართა საბჭოს წევრებს, რეგლამენტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წერილობითი ფორმით მიწოდებასთან დაკავშირებით.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავდივართ დღის წესრიგის მე-4 საკითხზე (ინფორმაცია სტუ-ს წესდების შემმუშავებელი კომისიის მუშაობის შესახებ). ვთხოვ, სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წესდების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორ მარინა ქურდაძეს მოგვაწოდოს ინფორმაცია აღნიშ­ნული კომისიის მუშაობის შესახებ.
 
პროფ. მარინე ქურდაძე _ წესდების შემმუშავებელი კომისია იკრიბება ყო­ველ­დღიურად, განსაზღვრული გვაქვს სამუ­შაო საკითხები. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სა­­ქარ­თველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ­­­დენ­ტური თვითმმართველობისა და სტუ­დენ­ტუ­რი კავ­შირის წარმომადგენლებთან.
 
მიმდინარე საკითხად სხდომის თავმჯდომარემ დაასახელა სტუ-ს პროფკავ­შირის თავმჯდომარის პროფ. ივანე თვალავაძისა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალე­ობის შემსრულებლის პროფ. ნუგზარ წერეთ­ლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ნოდარ გრიგალაშ­ვილთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან დაკავ­ში­რებით. ამიტომ, სხდომის წევრების ამ საკითხში უფრო დეტალურად გარკვე­ვის მიზნით, მან სიტყვა გადასცა სტუ-ს პროფკავშირის თავმჯდომარეს პროფ. ივანე თვალავაძეს.
 
პროფ. ივანე თვალავაძე _ მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 230-მა პროფესორ-მასწავლებლმა უახლოეს წარსულში შეიმუშავა წერილობითი მიმართვა საქარ­თვე­ლოს პარლამენტის ბიუროსადმი, რომელიც ჩვენი უნივერსი­ტეტისათვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხებოდა. პარლა­მენ­ტის ბიურომ აღნიშნული საკითხი განსახილველად გადასცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნოდარ გრიგალაშვილს. მე და ბატონ ნუგზარ წერეთელს გვქონდა შეხვედრა კომიტეტის წევრებთან და თვით ბატონ ნოდარ გრიგალაშ­ვილთანაც, ისინი დაგვპირდნენ დახმარებას. სულ ახლახან გავაგზავნეთ იგივე სახის წერილობითი მიმართვა საქართვე­ლოს პრეზიდენტის სახელ­ზე, ამასთან დაკავშირებით პრეზი­დენტის ადმინისტრაციაში დაიბარეს ბატონონი ნუგზარ წე­რე­თელი. ამ შეხვედრის შემდეგ (მომდევნო დღეს) ნოდარ გრი­გალაშვილმა გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ აკრედიტა­ციის ვერ გავლის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანა­თ­ლებლო დაწესებულების მიერ აკრე­დიტაციის მისაღებად განაცხადის ხელმეორედ წარდგენის ერთწლიანი ვადა შესაძ­ლოა გაუქმდეს და აკრედი­ტაციაშე­ჩერე­ბულ უნივერსიტეტს, მასში არსებული იმ პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, რამაც განაპირობა მისთვის აკრედი­ტაციის შეჩერება, ნების­მიერ დროს თავისუფლად შეეძლოს განაცხადის შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტე­ტი­სათვის აკრედი­ტაციის აღდგენის თხოვნით. აქედან გამომდინარე, ვიმე­დოვ­ნებთ, რომ ყოველივე ეს დადებითად აისახება ტექნიკურ უნივერსიტეტზე და აკრე­დიტაციას მალევე დავიბრუნებთ.
 
სტუ-ს პროფკავშირის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, პროფ. ეკატერინე თევზაძემ საბჭოს წევრებს აუწყა, რომ ამოიწურა დღის წესრიგით გათვალის­წინებული ყველა საკითხი, მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
 
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი,
პროფესორი                                                /ეკატერინე თევზაძე/
 
 
 
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი                                      /გინა გურეშიძე/
 
 
09.02.2007.

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011