ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N8
 
   :
 
 
1.        სტუ-ს ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის სახელფასო განაკვეთების  დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი);
2.       სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველ­ყოფის ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინის­ტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი);
3.       იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუსხის დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტ­­რაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი);
4.       ინფორმაცია სტუ-ს თანამშრომლებისთვის სადაზღვევო პოლისების შეძენასთან დაკავშირებით (მომხსენებელი სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სოციალური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე პროფ. ვალიდა სესაძე);
5.       ეთიკის კოდექსის დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის ნორ­მების შემმუშავებელი ქვეკომისიის თავმჯდომარე პროფ. ნოდარ ქაჯაია);
6.       მიმდინარე საკითხები.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N8 ჩატარდება
2007 წლის 30 მაისს, 11 საათზე
სტუ- ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
 
  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2007 წლის 30 მაისის სხდომის
 
ოქმი N8
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას საბჭოს სიითი შემადგენლობის 72 წევრიდან ესწრებოდა 56. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპი­კე­რი პროფესორი ეკატერინე თევზაძე.
 
სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი (იხ. და­ნარ­თი) და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს 23 მაისის ¹7 სხდომაზე საბჭოს წევრთა მიერ დაისვა საკითხი კავკასიის უნივერსიტეტსა და საქარ­თვე­ლოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, რათა გარკვეულიყო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგიერ­თი ფინანსური საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასაუბროდ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა კავ­კა­სიის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი კახა შენგელია, აქედან გამომდინარე, სპიკერმა თხოვნით მიმართა საბჭოს წევრებს, კენ­ჭი ეყარათ ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმისა და მის პირველ საკითხად განხილვას თაობაზე.
 
საბჭომ კენჭი უყარა და ერთხმად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას. პროფ. ეკატერინე თევზაძემ სიტყვა გადასცა პროფ. კახა შენგელიას.
 
პროფ. კახა შენგელია _     კავკასიის უნივერსიტეტი (თავდაპირველად «კავ­­­კა­­სი­­ის ბიზნეს სკოლა») 1998 წელს საქარ­თვე­­ლოს ტექ­ნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელ­მწიფო უნივერ­სიტე­ტის და თბილისის სახელ­მწი­ფო ეკონომიკური უნი­ვერ­სიტეტის ბაზაზე შეიქმნა. იმის გამო, რომ მისი დამფუძნებელი იყო საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტი, ის 602 სტუდენტი, რომე­ლიც აქ სწავლობდა, ითვლებოდა სტუ-ს სტუდენ­ტად. თითოე­ული ამ სტუდენტის გადასახადი წელიწადში დაახლო­ებით 1500-2000§-ს შეადგენდა, ლექტორი კი 1 სთ-ში 30-50§ ანაზღაურებას ღებულობდა. თუ რაიმე თანხა იყო დასამატებელი, განსხვავებას ფარავდნენ ამერიკელები და ევროკავშირი. ჩვენ ვუშვებთ სტუდენტებს საზღვარგარეთ ჩვენივე ხარჯებით. ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუ­ჯეტში ამ რვა წლის განმავლობაში 300 000 ლარი ჩავრიცხეთ, კონტრაქტი სტუ-სთან კი 2 წელიწადში გვეწურება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის ჩვენმა უნივერსიტეტმა უნდა დატოვოს ის ტერიტორია, რომელიც დღეს გვიკავია ტექნიკური უნივერსიტეტის VI სასწავლო კორპუსში, უფრო მეტიც, არათუ 2 წელიწადში, არამედ 2008 წელს კავკასიის უნივერსიტეტი უკვე ახალ შენობაში გადავა, რომე­ლიც ეხლა სპეციალურად ჩვენი უნივერ­სი­ტეტისათვის შენდება, სტუ-ს VI კორპუსის IV სართული კი, რომელიც ევროსტანდარტის დონეზეა გარემონტებული, თქვენს განკარგუ­ლე­ბაში იქნება.
 
პროფ. დავით ჯაფარიძე _ თქვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2001 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, თქვენ ვალდებული იყავით, თითოეული სტუ­დენტის მიერ ყოველწლირად ჩარიცხული თან­ხის 20% გადმოგერიცხათ სტუ-ს ბიუ­ჯეტ­ში. რატომ არ ასრულებთ ხელშეკრულებით გან­საზღვრულ ამ ერთ-ერთ უმთავრეს პირო­ბას?
 
პროფ. ლადო ხოჭოლავა _ თქვენის ნებართვით, დავიანგარიშებთ თითო­ეუ­ლი სტუდენტის გადასახადის 20%-ს, მიღე­ბულ რაოდენობას გამოვაკლებთ კომუ­ნალურ და ტერიტორიის გადასახადს და მოახდინეთ მიღებული სხვაობის დაფარვა.
 
პროფ. კახა შენგელია _     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვალ­დე­ბული იყო კავკასიის უნივერსიტეტისათვის შეეძინა კომპიტერული ტექნიკა და ყველა საჭი­რო ინვენტარი. ეს ყველაფერი კი ჩვენმა უნივერსიტეტმა მხოლოდ საკუთარი სახსრე­ბით შეიძინა, გარდა ამისა, ჩვენ გავაკეთეთ კონ­დენცირება, რემონტი, გათბობა, ჩავსვით ფანჯრები.
 
პროფ. ნოდარ ქაჯაია _     ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, რათა არ გვქონდეს პრობლემა მაკონტროლებელ ორგანოებთან.
 
პროფ. დავით ჯაფარიძე _ კომუნალური ხარჯების გადახდა ხელშეკრუ­ლე­ბით თქვენ არ გეკისრებოდათ, ამიტომ უნდა დავი­ან­გარიშოთ სხვაობა 2001 წლიდან თითოეული სტუდენტის სწავლის საფასურის 20 %-იანი ჯამსა და კომუნალურ გადასახდებს შორის, რომელიც უნდა დაფაროს თქვენმა უნივერსიტეტმა.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _       გთავაზობთ,  ამ საკითხის შეს­წავლისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შევქმნათ მუშა ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც ჩარ­თულ­ნი იქნებიან წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემს­წავ­ლელი მუდმივ­მოქ­მედი კომისიის წევრები, როგორც პრო­ფესორები  ასევე სტუ­დენტები, და ადმინის­ტრა­ციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქ­რაშ­ვი­ლი.
 
საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა სპიკერის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი წინადადება (გადაწყვეტილება ¹1).
 
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ¹8 სხდომის
N1 გადაწყვეტილებით
 
შეიქმნას მუშა ჯგუფი კავკასიის უნივერსიტეტსა (ყოფილი «კავკასიის ბიზნეს სკოლა») და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული 2001 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური საკითხების შესწავლისა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომლის მუშაობაშიც ჩართულნი იქნებიან წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკური საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი პროფესორები და სტუდენტები და სტუ- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილის მონაწილეობით.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      ვთხოვ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პროფ. ქეთი ქოქრაშვილს წარმოგვიდგინოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი სა­კით­ხები: იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუს­ხის დამტკიცება; სტუ-ს ადმინისტრაციის საშტატო განრიგის დამტკიცება და სტუ-ს ნა­გებობების, სპეციალური სისტემების და საინ­ჟინრო უზრუნველ­ყოფის ინსტიტუტის საშტა­ტო განრიგის დამტკიცება.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ წარმოგიდგენთ იჯარით გასაცემ 17 ობიექტს: I კორპუსის IV სართული - 410 კვ.მ. (კვების ობი­ექ­ტის განსათავსებლად), II კორპუსის ცო­კოლის სართული - 20 კვ.მ. (ქსეროგ­რაფიული ცენტრის განსათავსებლად), IV კორპუსი - 64 კვ.მ. (საკანცელარიო ნივთების მაღაზიის გან­სა­თავსებლად), VI კორპუსის სახურავი (ან­ტე­ნე­ბის განსათავსებლად), VI კორპუსის I სარ­თუ­ლი - 48.09. კვ.მ. (კვების ობიექტის გან­სა­თავ­სებლად), VI კორპუსის IV სართული - 40.01. კვ.მ. (კვების ობიექტის განსათავ­სებ­ლად), VI კორპუსის VI სართული - 39.06. კვ.მ. (კვების ობიექტის განსათავსებლად), VI კორ­პუ­სის ფასადი (სარეკლამო პლაკატის გან­სა­თავსებლად), VII კორპუსის სახურავი - 171 კვ.მ. (სარეკლამო შიტის განსათავ­სებ­ლად), VIII კორპუსის სახურავი (ანტენების განსა­თავ­­­სებ­ლად), VIII კორპუსის IX სართული - 37.2 კვ.მ. (რადიო­სად­გურის განსათავსებლად), VIII კორპუსის VI სართუ­ლი - 57 კვ.მ. (საფი­დერო მოწყობილობების განსათავ­სებ­ლად), VIII კორპუსის VIII სართული - 37.02 კვ.მ. (სა­მეც­­ნიერო კვლევებისათვის განკუთვნილი ლა­ბო­რატორიის განსათავსებლად), VIII კორპუ­სის I სართული - 113.52 კვ.მ. (კვების ობიექტის განსათავ­სებ­ლად), ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვ­რებ­ლის (ნუცუბიძის პლატო IV მ/რ) I სართულის 16 კვ.მ. (სასურსათო მაღაზიის განსათავსებლად), ადმინისტრა­ციუ­ლი კორპუ­სის მიმდებარე ტერიტორიაზე მდე­ბარე მსუბუქი კონს­ტრუქ­ციის ნაგებობა-ჯი­ხუ­რები, ადმინის­ტრა­ციული კორ­პუსის დამხმარე შენობა-ნაგებობა - 12 კვ.მ. (იხ დანართი).
ამ ობიექტებში ახლაც მიმდინარეობს საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგრამ ყოველგვარი ნებართვისა და სა­თა­ნადო დოკუმენტაციისა თუ ხელშეკ­რუ­­ლე­ბის გარეშე, ამიტომ ჩემი წინადადებაა, ამ ობიე­ქტებში მიმდინარე საქმინობანი მოვარ­გოთ სამართლებრივ ნორმებს, თუ ჩვენს მიერ შე­თავაზებული პირობები არ დააკმაყო­ფი­ლებთ ამ ობიექტებში დღესდღეობით მომუ­შა­ვე პირებს, მოვთხოვთ მათ ამ ტერი­ტო­რი­ების დაცლასა  განთავისუფლებას და მათ სხვა კანონიერ დროებით მფლობელს მივუ­ჩენთ.
 
პროფ. ლადო ხოჭოლავა _   იჯარით გასაცემი ტერიტორიების წარმოდ­გე­ნილ ნუსხაში არასწორადაა მითითებული ზო­გიერთი სასწავლო კორპუსის იურიდიული მი­სა­მართი.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ იჯარით გასაცემი ამ 17 ობიექტის ნუსხაში მი­თითებული იურიდიული მისამართები საჯარო რეესტრის მიერაა მოწოდებული, ასე რომ, თუ ამ ნუმერაციაში რაიმე ხარვეზია, მისი გამოს­წორება სწორედ საჯარო რეესტრის და არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომ­პეტენციაა.
                             რაც შეეხება იმას, თუ რა ფასად მოხდება აღნიშნული ობიექტების იჯარით გაცემა, მო­გახსენებთ რომ კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესის შესაბამისად, ობიექტების საწყისი წლი­ური საიჯარო ფასები დგინდება საქარ­თვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ. თუმცა, არ არის გამორიცხული, სა­მინისტროს მიერ განსაზღვრული საწყისი ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს კონკურ­სის შედეგად.
პროფ. მარინა ქურდაძე     წარმოდგენილ ნუსხაში რიგით მე-10 ობიექტად აღნიშნულია VIII კორპუსის I სართული, კვების ობიექტის განსათავსებლად, რომელ ტერიტორიაზეა ლაპარაკი?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი   დავაზუსტებ, რომ ეს არის  ნახევარსარდაფი და არა პირველი სართული.
 
აზრი გამოთქვეს:           პროფ. ეკატერინე თევზაძემ, პროფ. ბორის იმნაძემ, პროფ. ნოდარ ქაჯაიამ, პროფ. მარინა ქურდაძემ, პროფ. ნაომ ბოჭორიშვილმა, პროფ. გივი გოლეთიანმა, პროფ. აგული სოხაძემ, პროფ. ვანო ჭიაურელმა.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გთხოვთ, კენჭი ვუყაროთ წარმოდგენილი 17 ობი­ექტის იჯარით გაცემის საკითხს.
 
საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა წარმოდგენილი 17 ობიექ­ტის იჯარით გაცემის საკითხი (გადაწყვეტილება ¹2).
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ¹8 სხდომის
N2 გადაწყვეტილებით
 
დამტკიცდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი 17 ობიექტის იჯარით გაცემის საკითხი, შესაბამისი დაზუსტებებით. (იხ. დანართი)
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ ჩემს მიერ თქვენს წინაშე წარმოსადგენი მეო­რე საკითხი გახლავთ სტუ-ს ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის სახელფასო ფონდის დამტკიცება შესაბამისი სახელფასო განაკ­ვე­თე­ბით (იხ დანართი).
 
აზრი გამოთქვეს:           პროფ. ლადო ხოჭოლავამ, პროფ. დავით ჯა­ფა­რიძემ, პროფ. ივანე შავთვალიშვილმა, პროფ. დემურ დანელიამ, პროფ. მზია მი­ლაშ­ვილმა.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      გთხოვთ, კენჭი ვუყაროთ სტუ-ს ადმინის­ტრა­ციის დამხმარე პერსონალის წარმოდგენილი სა­ხელფასო ფონდის დამტკიცებას შესაბამისი სახელფასო განაკვე­თე­ბით.
 
საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა სტუ-ს ადმინის­ტრა­ციის დამხმარე პერსონალის წარმოდგენილი სა­ხელფასო ფონდი შესაბამისი სახელფასო განაკვე­თე­ბით.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ¹8 სხდომის
N3 გადაწყვეტილებით
 
დამტკიცდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციის დამ­ხმა­­რე პერსონალის წარმოდგენილი სახელფასო ფონდი შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით.(იხ. დანართი)
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ განვიხილოთ დღის წესრიგით გათვალისწინე­ბული შემდეგი საკითხი, ეს გახლავთ სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველ­ყოფის ინსტიტუტის საშ­ტატო განრიგის დამტკიცება (იხ. დანართი).
ეს ინსტიტუტი ტექნიკურ უნივერსიტეტში სა­კუ­­თარი დაფინანსებით შემოვიდა, სხვაგვა­რად რომ ვთქვათ, ის თვითდაფინანსებაზეა, დღეს ის ჩვენი ორგანიზმის ნაწილია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტიტუტი თავის თავს ვეღარ შეი­ნა­ხავს, ჩვენ სავარაუდოდ უარს ვიტყვით მის ჩვენს შემადგენლობაში ყოფნაზე.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      გთხოვთ, კენჭი ვუყაროთ სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზ­რუნ­ველ­ყოფის ინსტიტუტის წარმოდგენილი საშ­ტატო განრიგის დამტკიცებას.
 
საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა სტუ-ს ნაგებობების, სპე­ცი­ა­ლური სისტემების და საინჟინრო უზრუნველ­ყოფის ინსტიტუტის წარ­მოდ­გე­ნილი საშტატო განრიგი.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ¹8 სხდომის
 N4 გადაწყვეტილებით
 
დამტკიცდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სტუ- ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველ­ყოფის ინსტიტუტის წარმოდგენილი საშტატო განრიგი.
 
პროფ. გივი გოლეთიანი _   წარმომადგენლობითი საბჭოსათვის უნდა გად­მო­ცემულიყო კომისიების სამუშაო ოთახები. ეს შე­თანხმება მიღწეულია თუ არა?
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი _ დღესვე შეიძლება ტერიტორიის შეცვლა და შე­სა­ბამისი ფართის დაკავება. დღესვე გავცემ შესაბამის განკარგულებას.
პროფ.დავითჯაფარიძე _ ქალბატონო ქეთი, როდის გადაწყდება წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ხელფასის თანამდებობრივი დანამატის საკითხი?
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი   _ ეს საკითხი შეთანხმებულია რექტორთან, ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ჩამობრძანდება და გადავწყვეტთ.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      განვიხილოთ დღის წესრიგით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი შემდეგი საკითხი. ინფორმაციას სტუ-ს თა­ნამშრომლებისთვის სადაზღვევო პოლისე­ბის შეძენასთან დაკავშირებით მოგვაწვდის წარ­მომადგენლო­ბი­თი საბჭოს სოციალური სა­კით­ხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კო­მი­სიის თავმჯდომარე პროფ. ვალიდა სესაძე.
 
პროფ. ვალიდა სესაძე _   წარ­მომადგენლო­ბი­თი საბჭოს სოციალური სა­კით­ხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კო­მი­სიის წევრთა სურვილია, სტუ-მ საკუთარი თა­ნამ­შრომლებისათვის შეიძინოს სადაზღვევო პო­ლი­სები. პირველ ეტაპზე შევხვდით სადაზ­ღვევო კომპანია «BჩI-ალდაგის» წარმო­მადგენ­ლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა­­თა შეგვეტყვო მათი წინადადებებისა და შე­მო­თავაზებების შესახებ. ჩვენი თხოვნით ამ სა­დაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დღეს თქვენს წინაშეც ისაუბრებს ზემოხსე­ნე­ბულ საკითხთან დაკავშირებით.
 
სადაზღვევო კომპანია «BჩI-ალდაგის» წარმომადგენელმა ნანა კანდე­ლაკ­მა საბჭოს წევრებს გააცნო ამ კომპანიის წინადადებები სადაზღვევო პოლი­სების შეძენასთან დაკავშირებით.
 
აზრი გამოთქვეს:           პროფ. მზია მილაშვილმა, პროფ. ივანე შავ­თვა­ლიშ­ვილმა, პროფ. აგული სოხაძემ.
 
საბოლოოდ აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის პრე­ზენტაციები ამავე სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩატარდება სტუ-ს ცხრავე ფაკულტეტზე, რათა ინფორმაცია თითოეულ თანმაშრომლამდე მივიდეს.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალის­წი­ნე­ბულ მეხუთე საკითხზე, ეს გახლავთ სტუ-ს ეთიკის კოდექსის დამტკიცება. სიტყვით ვთხოვ წარმომადგენლობითი საბჭოს საპროცედურო საკითხთა შემსწავლელი და შემმუშავებელი მუდ­მივმოქმედი კომისიის შინაგანაწესის, ეთი­კის კოდექსის და დისციპლინური პასუხის­მ­გებ­­ლობის ნორ­მების შემმუშავებელი ქვეკო­მი­სიის თავმჯდომარეს პროფ. ნოდარ ქაჯაიას.
 
პროფ. ნოდარ ქაჯაია _    წინა სხდომაზე, ეთიკის კოდექსის განხილვისას, როდესაც მივიღეთ იგი პირველი მოსმენით ორი ძირი­თა­დი შენიშვნა დაფიქსირდა, რომელიც მიღებული გათვა­ლის­წინებულ იქნა. ამდენად წარმოდგენილი ვარიანტი შეიძლება უკვე დადგეს კენჭისყრაზე.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      გთხოვთ, კენჭი ვუყაროთ სტუ-ს ეთიკის კოდექსის დამტკიცებას.
 
საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცა სტუ-ს ეთიკის კოდექსი.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 30 მაისის ¹8 სხდომის
 N5 გადაწყვეტილებით
 
დამტკიცდა სტუ- ეთიკის კოდექსი.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე _      მიმდინარე საკითხებში სიტყვით გამოსვლა სურს წარმომადგენლობითი საბჭოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საკითხების შემს­წავ­ლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდო­მარეს პროფ. იგორ კვესელავას.
 
პროფ. იგორ კვესელავა _ როგორც მოგეხსენებათ, წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არსებობს სასწავ­ლო და სამეცნიერო-კვლევითი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, რომე­ლიც უნდა ფლობდეს ტექნიკურ უნივერსი­ტეტ­ში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყვე­ლა ინფორმაციას. უახლო­ეს დღეებში კომისი­ის სხდომაზე მოვიწვევთ ფაკულტეტების ხა­რის­ხის მართვის სამსახურის ხელმძღვანე­ლებს, რათა მივიღოთ დეტელური ინფორმაცია თითოეულ ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნი­ე­რო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ. საბჭოს შემდეგ სხდომაზე კი თავად მოგაწვდით ინფორმაციას კომისიაზე განხი­ლუ­ლი საკითხების შესახებ.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისათვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი                                  /ეკატერინე თევზაძე/
 
წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი,
სოცირებული პროფესორი                                 /გინა გურეშეძე/

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011