ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N7
   :
 
1.         სტუ-ს წესდების დამტკიცება (მომხსენებელი წარმომადგენლობითი საბჭოს საპროცედურო საკითხთა შემსწავლელი და შემმუშავებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე პროფესორი ირაკლი ზედგენიძე);
 
2.         იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუსხის დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი);
 
3.         მიმდინარე საკითხები.
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N 7 ჩატარდება
2007 წლის 23 მაისს, 11 საათზე
სტუ- ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
 
 აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
2007 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი N7
 
 
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას სიითი შემადგენლობის 72 წევრიდან ესწრებოდა 57. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფესორი ეკატერინე თევზაძე.
 
სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი (იხ. დანართი) და დააყენა საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის (იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუსხის დამტკიცება) პირველ საკითხად გადმოტანის თაობაზე.
 
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგის შემოთავაზებულ ვარიანტს, რის შემდეგაც სპიკერმა სიტყვა გადასცა სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პროფ. ქეთი ქოქრაშვილს.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი  - ჩვენს მიერ წინა სხდომაზე გამოტანილ იქნა იჯარით გასაცემი ობიექტების ნუსხა და განხი­ლული იქნა 13 ობიექტი. განათ­ლების სამინის­ტრო­საგან რიგ ობიექტებზე მივიღეთ თანხმო­ბა.Eდღეს წარმოდგენილია 5 ობიექტი (იხ დანარ­თი). აქე­დან ერთ-ერთ ობიექტთან მიმართე­ბაში, კერ­ძოდ, საუბარია მე-5 ობიექტზე, საფინანსო-ეკო­ნო­მიკური საკითხების შემსწავლელ კომისიას ჰქონ­­და თავისი მოსაზრება, კომისიის წევრებმა თა­ვი შეიკა­ვეს ამ ობიექტის საიჯარო ნუსხაში შე­­ტანის თაობაზე. განვიხილოთ ეს ობიექ­ტები ცალ­-ცალკე.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილმა ჩამოთვალა ყველა ობიექტი, მიუთითა სად მდებარეობს თითოეული მათგანი და განმარტა თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ისინი.
 
Pპროფ. დემურ დანელია - მასალათა გამძლეობის კათედრის გასწვრივ იყო რეს­ტო­­რანი ,,ორიენტი», რა ბედი ეწია იმ ტერიტორიას?”
 
Pპროფ. ქეთი ქოქრაშვილი - ეს ტერიტორია ადრე ჩვენთვის უზურფრუქტით არ იყო გადმოცემული. Dდღესდღეობით ის ჩვენ გვე­­კუთვნის, მაგრამ ნაქირავები აქვს ფირმა ,,კენ­გუ­რუს”. ისინი წარმოგვიდგენენ თავიანთ პირო­ბებს, ჩვენ განვიხილავთ და თუ მისაღები იქნება, მთე­ლი მოგება შემოვა უნივერსიტეტის ბიუჯეტ­ში.
 
პროფ. დავით ჯაფარაძე - თქვენს მიერ წარმოდგენილი ფასები ძალიან და­ბალია. ინსტიტუტს ისედაც მცირე შემოსავალი აქვს. ქალაქში 1 კვადრატული მეტრი 20-30 § ღირს.”
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - ჩვენ წინა სხდომაზე წარმოვადგინეთ ერთ-ერთი ობიექტი, რომლის საწყისი გასაიჯარებელი თანხა იყო 5600 §-ის ექვივალენტი, ამ ფონზე 40000§-ზე აწევა შეუძლებელია, როცა დამქირა­ვე­ბე­ლი იგივეა. ახლა წარმოდგენილი ობიექტები ნაკ­ლები ფასებით იმიტომ არის მოცემული, რომ ისინი მოუხერხებელ ადგილას მდებარეობენ. ყვე­ლა ფართი სრულად არის შესაბამისობაში კა­ნონ­მდებლობასთან და გარდა ამისა, როცა გა­მო­ვაცხადებთ კონკურსს, შესაძლოა, თანხები გავ­ზარ­დოთ კიდეც.
 
პროფ სერგო დათუნაშვილი - აღნიშნულ ხელშეკრულებებში მოიჯარეს თუ შე­იძ­­ლება ჰყავდეს ქვემოიჯარე?
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებას მოიჯარესთან და თუ მას სურვილი აქვს შეიძლება ჰყავდეს ქვე­მოი­ჯა­რე.
 
პროფ. მარინა ქურდაძე - VIII კორპუსში თუ შეიძლება დააკონკრეტოთ რა ფართებზეა საუბარი.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - ეს არის სარდაფი, რომლითაც სარგებლობდა აუ­დი­ო­ვიზუალური კათედრა (ჰუმანიტარული ფა­კულ­ტეტი), სადაც შემდეგ მოხდა ხანძარი და ეხ­ლა საშინელ მდგომარეობაშია.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე - კიდევ არის შეკითხვები? მაშინ კენჭი ვუყაროთ წარ­­მოდგენილ ნუსხას მეხუთე ობიექტის გარეშე.
 
საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა აღნიშნული ოთხი ობიექტის იჯარით გაცემის საკითხი, თავი შეიკავა ორმა წევრმა (¹7 სხდომის გადაწყვეტილება ¹1).
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - ვის რა მოსაზრება აქვს მე-5 ობიექტთან დაკავ­ში­­რე­ბით?
 
პროფ. დავით ჯაფარიძე - 20 კვადრატული მეტრი ფართის გაიჯარება ინს­ტი­­ტუ­­ტის ბიუჯეტს ბევრს არაფერს მოუტანს.
 
პროფ. კარლო ღურწკაია - ვესტიბიულის ნაცვლად გამოვყოთ ერთი აუდი­ტო­რია, რათა პირველ კორპუსში იყო ბუფეტი.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - საკვების ობიექტად ჩვენ გვაქვს სასადილო, რო­მე­­ლიც შეიძლება კვლავ გავაქირაოთ, მაგრამ აუდი­­ტო­რიის გა­მოყოფა არამართებულად მიმაჩ­ნია, რად­­­გან საა­უ­­დი­ტორიო ფონდიდან ვეღარ გა­მოვ­­ყოფთ ვერა­ფერს.
 
პროფ. მანანა მოისწრაფიშვილი - პირველ კორპუსში შეიძლება არასა­აუდი­ტო­რიო ფართის მოძებნა ბუფეტისათვის.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე - ვუყაროთ კენჭი მე-5 ობიექტს, ისე როგორც წარ­მოგვიდგინა საბიუჯეტო კომისიამ, რომ აღნიშ­­ნუ­ლი ფართი არ გაიცეს იჯარის სახით.
 
საბჭოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უარი ეთქვა I კორ­პუსის ვესტიბიულის 20 კვ.მ.-ის გაიჯარების საკითხთან დაკავშირებით (¹7 სხდო­მის გადაწყვეტილება N2).
 
პროფ. დავით ჯაფარიძე - ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, Eეს პროექტები უნ­და მზადდებოდეს წინასწარ. რატომ არის კავ­კა­­სი­ის ბიზნეს სკოლა ჩვენს ტერიტორიაზე ისე, რომ არც ერთ ლარს არ იხდის და რაღაცა სა­ხით ხელსაც გვიშლან, რადგან ტერიტორია წაი­ღეს და ჩვენ აკრედიტაციის დროს ეს ფართი არ ჩაგვით­ვალეს.
 
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ფართი წინა აკრედი­ტა­­ცი­ის დროს ჩაეთვალა ტექნიკურ უნივერ­სი­ტეტს, რადგან ამ უნივერსიტეტის დამთავრე­ბუ­ლე­ბი იღებ­დ­ნენ ტექნიკური უნივერ­სი­ტეტის დიპ­ლომს. შემდეგ სხდომაზე აღნიშ­ნულთან დაკავ­ში­რე­ბით სრულ ინ­ფორ­მაციას მოგაწვდით.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე - გადავიდეთ შემდეგ საკითხზე (სტუ-ს წესდების დამ­ტკიცება). სიტყვით ვთხოვ პროფესორ ირაკ­ლი ზედგენიძეს.
 
პროფ. ირაკლი ზედგენიძე - ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ სტუ-ს წესდება.Gგანვიხილოთ თითოეული მუხლი ცალ-ცალკე და თავების მიხედვით ვუყაროთ კენჭი.
 
პირველ თავში შენიშვნები არ არსებობდა და მიღებულ იქნა ერთხმად (¹7 სხდო­­მის გადაწყვეტილება ¹3).
 
პროფ. ნოდარ ქაჯაია - მე-4 მუხლის 2.1  პუნქტში წერია: ბუნებრივი გარემოს დაც­ვასა და გონივრულ გამოყე­ნე­ბას.Uუნდა იყოს: ბუნებრივი გარემოს და რესურ­სების დაცვასა და გონივრულ გამოყენებას.
 
მეორე თავი მიღებულ იქნა ერთხმად პროფ. ნოდარ ქაჯაიას მიერ გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით
პროფლადო ხოჭოლავა  - მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ აკადე­მი­ურ საბჭოში აირჩევა პროფესორი, გარდა ასის­ტენტ-პროფესორისა, ადრე ასე არ იყო.
 
პროფ. ირაკლი ზედგენიძე  - ადრე განათლების კანონში ასე იყო, ეხლა შევი­და შესწორება.
 
პროფ. ლადო ხოჭოლავა - მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, აკა­დემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვა­დამ­დე შეწ­ყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბ­ჭოს უფ­ლე­­ბა­მო­სილების ვადით ხდება მისი ახა­ლი წევრის არჩევა. რამდენად მართებულად მი­გაჩ­ნიათ ეს?
მე-16 მუხლის I პუნქტი – თუ სპიკერი არ არის მაშინ?
მე-17 მუხლის ,,ლ” და ,,მ” პუნქტები - რამდენად გამართულია?
ვინ ამტკიცებს საარჩევნო კომისიის ხელფასებს?
ვინ ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელფასებს?
22-ე მუხლის ,,ე” პუნქტი ჯობია ჩამოყალიბდეს ასეთი ფორმულირებით: ამზადებს უნივერსი­ტე­ტის ბიუჯეტის ნაერთ პროექტს აკადემიურ საბ­ჭოს­თან შეთანხმების შემდეგ და დასამ­ტკი­ცებ­ლად წარუდ­გენს წარმომადგენ­ლო­ბით საბჭოს.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძე - საარჩევნო კომისიას ხელფასი არა აქვს. ადმი­ნის­ტრაციის ხელფასებს ჩვენ ვამტკიცებთ.
 
III თავი მიღებულ იქნა ერთხმად
IV თავში შენიშვნები არ არსებობდა და მიღებულ იქნა ერთხმად
პროფ. აგული სოხაძე - 37-ე მუხლი ,,ე” პუნქტში მივუთითოთ, რომ საუ­ბა­რია პენ­სიაზე გასვლაზე 2009 წლიდან.
 
პროფ. ლადო ხოჭოლავა - პენსიაზე გასვლა არ ნიშნავს თანამდებობიდან გათა­­ვისუფლებას, თუ მე ვარ 40 წლის სამხედ­როMმოსამსახურე, მაქვს პენსია და მინდა პედა­გო­­გად მუშაობა არ მაქვს უფლება?
 
პროფ. ნოდარ ქაჯაია - 38-ე მუხლში ნახსენებია ემერიტუსი, ეს კარგია, მაგრამ თუ მოხდება დევალვაცია? ჩავწეროთ ინდექსაციის შესახებ ანუ თუ მოხდება 15%-იანი დევალვაცია, ხელფასებს გადეხედოს.
 
პროფ. აგული სოხაძე - წინა სხდომაზე იყო მოხსენებული, რომ იქმნება ემე­რი­ტუსის ფონდი და იქ შევა შემოსული თან­ხები, გაზრდა ხელფასის არ შეიძლება?
 
პროფ. დავით ქაფარიძე - ინდექსაცია საქართველოში არ არსებობს, ისე რომ სურვილი კარგია, მაგრამ არ ხერხდება.
 
პროფ. არჩილ ფრანგიშვილი - მე-40 მუხლის მე-7 პუნქტში წერია «შესაბამისი კვა­­ლიფიკაციის მქონე სპეციალის­ტი», უმჯობესია იყოს «შესაბამისი კვალიფიკა­ცი­ის მქონე პიროვ­ნე­ბა».
 
V თავი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (წინააღმდეგი - 3, თავი შეიკავა - 1).
პროფ. ჯემალ ბერიძე - 43-ე მუხლის ,,ნ” პუნქტი. როგორ მოვაგვაროთ პრობ­ლე­მე­ბი?
 
პროფ. მანანა მოისწრაფიშვილი _ სილაბუსი უნდა ნახონ სტუდენტმა და თვი­თონ უნდა მოერგოს ამ პროგრამას.
 
VI თავი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (წინააღმდეგი - 3), (¹7 სხდომის გადაწყვეტილება ¹8).
 
VII, VIII, IX, X, XI თავებში შენიშვნები არ არსებობდა და მიღებულ იქნა ერთხმად (¹7 სხდომის გადაწყვეტილება ¹9).
 
პროფ. ჯემალ ბერიძე - აკადემიური საბჭოს ნაცვლად უნდა იყოს წარ­მო­მად­გენ­­­ლო­ბითი საბჭო.
 
XII, XIII თავები მიღებულ იქნა ერთხმად.
პროფ. ირაკლი ზედგენიძე - გარდა ამ შენიშვნებისა იყო კიდევ შენიშვნები, რო­­მელ­თა დაფიქსირება წესდებით ვეღარ მოეს­წრო (იხ დანართი).
პროფ. ეკატერინე თევზაძე - გთხოვთ, მთლიანად ვუყაროთ კენჭი სტუ-ს წეს­დე­ბას, იმ შენიშვნებით რაც შეტანილი იქნა დღეს ჩვენს მიერ.
 
საბჭომ ერთხმად დაამტკიცა სტუ-ს წესდება მიღებული შენიშვნებით (¹7 სხდომის გადაწყვეტილება ¹2).
 
სხდომის ბოლოს სიტყვით გამოვიდა წარმომადგენლობითი საბჭოს რამდენიმე წევრი:
 
პროფ. ვალიდა სესაძე - ღეს 3 საათზე იმუშავებს სოციალურ საკითხთა კო­მი­­სია. მოვიწვიეთ სადაზღვეო კომპანია ,,ალ­და­­გის” წარმომადგენელი და ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით.
 
პროფ. გივი გოლეთიანი  - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს არ გვაქვს მუ­შა­ობის ელემენტალური პირობები.Aარ გვაქვს კომისიებისთვის სამუშაო ოთა­ხი და საჭირო ავეჯი, გთხოვთ გაითვალისწინოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები.
პროფ. ქეთი ქოქრაშვილი  -  მე დღესვე გავცემ განკარგულებას, რომ გამოეყოს წარმომადგენლობით საბჭოს ოთახი.
 
პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისათვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
 
  
წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი                                    /ეკატერინე თევზაძე/
 
საბჭოს მდივანი,
სოცირებული პროფესორი                         /გინა გურეშეძე/

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011