ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
http://www.osgf.ge/
სტუ-ს მეცნიერების საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ შვეიცარიის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაიწყო “აღმოსავლეთ ევროპისა და შვეიცარიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის (SCOPES 2009-20021) ახალი ფაზის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ქართველ მეცნიერებს და სამეცნიერო დაწესებულებებს.
საგრანტო განაცხადების კონკურსი გულისხმობს დაფინანსებას შემდეგი მიმართულებებით - საკონფერენციო გრანტები, ერთობლივი კვლევითი პროექტები, ინსტიტუციური პარტნიორობა, გრანტების მოსამზადებელი სამუშაოები და სხვ.
საპროექტო განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 15 აპრილი.