16 ივლ

კანონის განხილვა

2019 წლის 15-16 ივლისს ფაკულტეტის პროფესორებმა: რ.არველაძემ; პ.ცინცაძემ; გ.არაბიძემ; ზ.გაჩეჩილაძემ და დოქტორანტურის კურსდამთავრებულებმა,  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის წევრეთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ განხილვაში.
03 ივლ

ვორკშოფი


2019 წლის 3 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი
ყველა სიახლე

საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი

საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი

 

„საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი“ დაარსდა 2010 წელს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჯერ კიდევ 2004 წელს შექმნილი „საინჟინრო ინოვაციური და საპროექტო მენეჯმენტის“  N 67 დეპარტამენტის ბაზაზე. ყოველივე ამის საფუძველი კი სტუ-ში1996 წელს ჩამოყალიბებულიმაგისტრატურის დეპარტამენტი გახლდათ, რომელიც სათავეში ჩაუდგა უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლებას.

დღეისათვის „საწარმოო ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი“ უძღვება სტუდენტთა მომზადებას ერთი პროფესიული სწავლების,  სამი საბაკალავრო,  ორი სამაგისტროდა ერთი სადოქტორო პროგრამით. ესენია: პროფესიული- ,,საწარმოოინჟინერიისსპეციალისტი“, ბაკალავრიატი - „საწარმოო და სერვისულ სისტემათა ინჟინერინგი“ და „საინჟინრო მენეჯმენტი“ (ქართული და რუსული), მაგისტრატურა- „ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა“ და                          „ტექნოლოგიების მენეჯმენტი და პოლიტიკა“ (ინგლისური), დოქტორანტურა - „ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტი“.

„საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის“ დეპარტამენტის საქმიანობის საერთო მიზანია თანამედროვე სწავლების მეთოდების და სამეცნიერო კვლევების გამოყენების საფუძველზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ პროექტების, ტექნოლოგიათა და საწარმოო ოპერაციათა  მენეჯმენტის შესაძლებლობების გამოყენებას ინოვაციური პროცესების მართვისთვის ქართულ ინდუსტრიაში.