23 აპრ

შეხვედრა ვეტერანებთან

2019 წლის 23 მარტს  გაიმართა საზეიმო შეხვედრა ვეტერან - ენერგეტიკოსებთან. შეხვედრაზე მიპატიჟებული იყო ფაკულტეტის ოთხი წარჩინებული სტუდენტი
22 აპრ

შეხვედრა პროექტ "მდგრადი კავკასიას" წარმომადგენლებთან

2019 წლის 19 აპრილს ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელის „მდგრადი კავკასია“ წარმომადგენლებს.
03 აპრ

შეხვედრა ლუბლიანას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2019 წლის 3 აპრილს გაიმართა შეხვედრა ლიუბლიანას (პოლონეთი) ტექნოლოგოიური უნივერსიტეტის პროფესორ თომას კოლტუნოვიჩსა და ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შორის.
ყველა სიახლე

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი
ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს. ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგების წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი გახდნენ, XXI საუკუნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილეები.

ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. სულ ახლახან სტუ-ს, სს «თელასის», ფრანგული ფირმის Schneider Electric–ის, ავსტრიული ფირმა Herz-ის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა, სასწავლო ლაბორატორიული ცენტრი, სადაც ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართვას და ექსპლუატაციას. ასევე ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, ვირტუალური ლაბორატორიებით, სახელმძღვანელოებით მშობლიურ ენაზე და სწავლების კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველა სიკეთით.

ფაკულტეტს ემსახურება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებში აღიარებული და სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალი, რაც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებით.