საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული
ანსამბლი "მერანი"-ს მოკლე ისტორია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი“ დაარსდა 1934 წელს, გამოჩენილი ქართველი მოცეკვავის ჯანო ბაგრატიონის მიერ. 1993 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობენ საქართველოს დამსახურებული არტისტები, ღირსების ორდენის კავალრები ნინო ლაზიშვილი და თეიმურაზ კობახიძე.
ანსამბლი ძირითადად შედგება ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისაგან. 1997-1998 წლებში ანსამბლმა „თბილისური გაზაფხული“- ის ფესტივალზე დაიკავა პირველი ადგილი და გადაეცა გრან-პრი. 2008 წლიდან „მერანი“ გახდა UNESCO-ს წევრი. ამავე წელს ანსამბლი მიიწვიეს გიორგი კალანდიას დოკუმენტურ ფილმში გადასაღებად. მათმა პროგრამამ არაერთხელ დაიმსახურა დიდი მოწონება.
„მერანმა“ ასევე დიდი ოვაციები დაიმსახურა საქართველოს ფარგლებს გარეთაც: ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ესპანეთი, ინდოეთი, სირია თურქეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და ა.შ.
1996 წ. – მერანმა წარმატებით იმოღვაწევა ქ. სალონიკში (საბერძნეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო „Folk Festival in Kalamria“.
1997 წ. – ანსამბლმა გამართა კონცერტები ქ. რუანში (საფრანგეთი).
1999 წ. – ჰონკონგში მოიპოვა გამარჯვება აზიის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე.
2001 წ. – mოიპოვა gრან-პრი სირიის საერთაშორისო ფესტივალზე.
2004 წ. – თურქეთის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმანსპინძლა “მერანს” ქ. ტრაპიზონში.
2005 წ. – ქ. ათენში (საბერძნეთი) ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო რიგით მეხუთე ფესტივალში Lavreotikis Municipality General Gymnastic "Summer 2005".
2006 წ. – ანსამბლი ისევ მიწვეული იქნა საბერძნეთში რამოდენიმე სოლო კონცერტის ჩასატარებლად.
2007 წ. – მერანმა წარმატებით იმოგზაურა გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და კატარში.
2008 წ. – ანსამბლმა “მერანმა” და ხალხური სიმღერის ანსამბლმა „საგალობელმა“ ჩაატარეს ერთობლივი კონცერტი ქ. ფრანქფურტში (გერმანია), რომელიც ეძღვნებოდა „ქართული კულტურის დღეებს“.
2008 წ. – მერანი ასევე მიწვეული იქნა ესტონეთში, ფესტივალზე „Viljandi Parimusmuusika Festival“. ანსაბმლის კონცერტებს ესწრებოდა თავად ესტონეთის პრეზიდენტი.
2009 წ. 7-12 ივლისს – ქ. ბურსაში (თურქეთი) ფოლკლორული ცეკვების 23-ე საერთაშორისო კონკურსი “ALTIN KARAGÖZ“ გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 23 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსზე ანსამბლი “მერანი” საქართველოს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონკურსზე 23 ქვეყანას შორის გაიმარჯვება და პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ “მერანს”.
|