19 ივლ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
19 ივლ

გამოვლინდა კულტურული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები

11 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „ღვინო როგორც სოაციალურ-ეკონომიკური განვითარების  რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ (22-23 ივნისი, 2019) მიერ გამოვლენილ საუკეთესო სტუდენტებთან გასაუბრება გაიმართა
15 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით 25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში ორგანიზებულ კონფერენციაზე, 26 ივლისს ჩანიშნულია სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარების სტატიების/სტატიების თეზისების მოსმენა
12 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:
 ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას.
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 100 ლარით თვეში სასწავლო სემესტრის შედეგების მიხედვით.
12 ივლ

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის პროექტში “ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმარმასპინძ¬ლო¬ბა¬ში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).
10 ივლ

დოქტორანტის მარინე დგებუაძის ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის მარინე დგებუაძის გერმანიაში, ქ. ზაარბრუკენში ვიზიტის ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა
 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

სამაგისტრო პროგრამის I კურსი ჯგ711875A1, 711875A2, 711875B1, 711875B2, 711875C , 711875D, 711875F, 711875H
სამაგისტრო პროგრამის I კურსი ჯგ.711804-805 და ჯგ. 711855-856


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესის ადმინისტრირება კურსი I, II, III, IV
ბიზნესის ადმინისტრირება - სასტუმრო მომსახურების კურსი I, II
Бизнес администрирование (РУССК) курс I, II, III, IV
საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები კურსი I, II, III, IV
საჯარო მმართველობა კურსი I, II, III, IV

ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბრძანება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ


სტუდენტური ოლიმპიადა 2019 „ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ !

სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით, დავალიანების მქონე სტუდენტების მიმართ გამოყენებული იქნა შეზღუდვა (დაბლოკვა). შეზღუდვის დაწესებით, სტუდენტების სასემინარო (პრაქტიკული მეცადინეობის) აქტივობების ქულების დაფიქსირება ელექტრონულ უწყისში ვერ განხორციელდება. 

გთხოვთ, დროულად დაფაროთ სწავლის საფასური და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოთ ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურში. მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, 708ა ოთახი


მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

ქ. თბილისის მერია წარჩინებულ მაგისტრანტებს უნიშნავს სტიპენდიას. ვისაც გაქვთ ქ. თბილისში ჩაწერა, მაგრამ არ ჩანს პირად ნომერში, გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი საბუთი დეკანატში.


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები (2018-2019წ. II სემესტრი)

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები


ინფორმაცია კონფერენციის შესახებ

III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

III International Scientific Conference “Globalization and Current Challenges in Business”

III Международная научная конференция «Глобализация и современные вызовы бизнеса»


ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს მთავრობის განკარგულების  „ წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ „


საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს:

1.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

2.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი);

3.      ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;

4.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

5.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი);

6.      მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო პროცესების მართვა;

7.      დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია.

გილოცავთ წარმატებას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მადლობას გიხდით ნაყოფიერი მუშაობისთვის,  გისურვებთ აქტიურ მოღვაწეობას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით.


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ!

მე-6 სასწავლო კორპუსში გამოვლინდა ვირუსული ინფექციის (წითელა) რამოდენიმე შემთხვევა, ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გაიკეთოთ აცრა.


    

22 წლამდე სტუდენტების საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწყებს რეზერვის ახალ საპილოტე პროექტს, რომელიც, სწავლის პარალელურად, გაძლევთ შესაძლებლობას მოიხადოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამასთან ერთად, მიიღოთ სტაბილური შემოსავალი. სურვილის შემთხვევაში, თქვენ გაგიფორმდებათ 5-წლიანი კონტრაქტი, გაივლით წელიწადში 45-დღიან მომზადებას სწავლაზე მორგებული განრიგით და მიიღებთ წლიურ ანაზღაურებას 3 337 ლარის ოდენობით. 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: (+995 32) 275 25 44; მობ.: (+995) 595 06 03 44
ასევე, ესტუმრეთ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდს ან/და ვებგვერდს mod.gov.ge 

პატივისცემით,

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი