არჩილ ფრანგიშვილი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, ტმდ სრული პროფესორი; პირადი ინფორმაცია: დაბადების თარიღი: 1961 წლის 13 აპრილი; ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
განათლება: 1983-1987 წ.წ. - ასპირანტურა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა; 1978-1983 წ.წ. - უმაღლესი, ინჟინერ-სისტემატექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. კვალიფიკაცია: 2005 წ. - დაჯილდოვებულია მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის; 2003 წ. - დაჯილდოებულია ღირსების ორდენით; 2000 წ. - მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა საპატიო წოდება _ «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი»; 1996 წ. - დაჯილდოებულია ღირსების მედლით; 1995 წ. - მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1992 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); 1990 წ. - მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის; 1987 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (საინჟინრო_ფიზიკის ინსტიტუტი _ ქ. მოსკოვი); სამუშაო გამოცდილება: 2009 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2008-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წ. დღემდე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი 2007-2008 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2005-2007 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ მოადგილე; 1993 წ. _ დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი; 2002_2005 წ.წ. - საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში 1992_2005 წ.წ. - კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1992_2003 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემების და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988_1992 წ.წ. - გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგე; 1987-1988 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2004 წ. - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი; 1997 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; 1996 წ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; 1995 წ. - საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; 1994 წ. - გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ. 36 51 52
|