ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ლიეტუვამ მაგისტრატურაში სწავლა 4 000 ევროთი დაუფინანსა

ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ლიეტუვამ მაგისტრატურაში სწავლა 4 000 ევროთი დაუფინანსა

15-08-2019

ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ლიეტუვამ მაგისტრატურაში სწავლა 4 000 ევროთი დაუფინანსასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  თამთა პეტაშვილი  სწავლას ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს და მაგისტრის ხარისხს დაეუფლება. 

თამთა პეტაშვილი, რომელმაც ახალციხის N5 საჯარო სკოლა დაამთავრა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, ლიეტუვურ ენას სტუ-ის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში ეუფლებოდა. წელს კი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ცენტრის შუამდგომლობითა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ის ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ლიეტუვამ მაგისტრატურაში სწავლა 4 000 ევროთი დაუფინანსაქართველ მაგისტრანტს ლიეტუვას რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდი სასწავლო პროგრამას 4 000 ევროთი დაუფინანსებს, 400 ევროს კი, ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით გადასცემს. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა 2018 წლის 26 მაისს გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი ქვეყნის კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვას რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

 

სიახლეებში დაბრუნება