ლოგისტიკის დეპარტამენტის გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრეზენტაცია ჰაიდელბერგ ცემენტში

ლოგისტიკის დეპარტამენტის გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პრეზენტაცია ჰაიდელბერგ ცემენტში

15-03-2019 28 თებერვალს გაიმართა სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის გერმანულენოვანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტების პრეზენტაცია ჰაიდელბერგ ცემენტში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰაიდელბერგ ცემენტის გენერალური დირექტორი მიხაილ ჰამპელი და კომპანიის მენეჯმენტი. ლოგისტიკის დეპარტამენტიდან პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. გიორგი დობორჯგინიძემ და მისმა გერმანელმა კოლეგამ პროფ. ფრანკ გილერტმა.

პროექტი, ეხებოდა კასპის ცემენტის წარმოებაში სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის ოპტიმიზაციას და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებას. კომპანიამ ახლახანს დაასრულა საწარმოს გადაიარაღება და წარმოების მოცულობების გაზრდა, რომელშიც 100 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

პროექტი წარადგინა ოთხმა სხვადასხვა ჯგუფმა, რომლებმაც ჰაიდელბერგ ცემენტს შესთავაზეს პრობლემების გადაჭრის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დაკავშირებულია დატვირთვის პროცესის ავტომატიზაციასთან და სატრანსპორტო საშუალებების მენეჯმენტთან.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან დაინტერესებული ვართ რიგი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციით ჩვენს წარმოებაში და ვფიქრობთ, რომ მათ დანერგვაში აქტიურად ჩაერთვებიან ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები - განაცხადა ჰაიდელბერგ ცემენტის გენ. დირექტორმა მიხაილ ჰამპელმა.

ჰაიდელბერგ ცემენტმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ შემდეგ სემესტრში ლოგისტიკის პროგრამის სტუდენტებმა გაიარონ სტაჭირება კომპანიაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ზემოაღნიშნული პროცესების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ინოვაციური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაში. ჰაიდელბერგ ცემენტმა გამოთქვა დაინტერესება შესთავაზოს სტუდენტებს დამატებითი გადამზადება როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში დასაქმების შემდგომი პერსპექტივით.

გერმანულენოვანი ორდიპლომიანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტში ხორციელდება 2015 წლიდან იგი მიმდინარეობს სამწამყვან გერმანულუნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას უძღვებიან გერმანული უნივერსიტეტების პროფესორები. წარმატებული სტუდენტები მე-7 და ე-8 სემესტრებს გადიან გერმანიაში, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ TH WIldau-ს დიპლომებს აკადემიური ხარისხით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში. 2018 წლის სექტემბერში ოთხი წარმატებული სტუდენტი უკვე გაემგზავრა ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

 

სიახლეებში დაბრუნება