სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

19 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში „სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს“ პრეზენტაცია ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ამა წლის 26 ივლისს, 17 საათზე  ჩატარდება სტუ-ის,  ამიერკავკასიაში პირველი,   ISO 17020 სტანდარტით  აკრედიტებული - „სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს“ პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს ჯანდაცვის სფეროს და საინჟინრო კლინიკური სამსახურების წარმომადგენლები.
18 ივლ

Bridge2ERA EaP - გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს საგრანტო კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

გერმანიის მთავრობის განათლების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი "Bridge2ERA EaP", რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ კვლევით სივრცეში ქვეყნების ჩართვის ხელშეწყობას, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით
18 ივლ

ILUCIDARE - ევროპის ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

ცხადდება კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდოზე
17 ივლ

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ მერაბ თევზაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოება გულითადად და უდიდესი პატივისცემით აღნიშნავს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ახალგაზრდობის ღირსეული აღმზრდელისა და საზოგადო მოღვაწის, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლის, პროფესორ მერაბ თევზაძის დაბადებიდან მე-80 წლისთავს.
15 ივლ

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა დისერტაცია თემაზე: „საეკლესიო ვითარება და ეკლესიოლოგიური საკითხები „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით“
15 ივლ

Erasmus+ - ლექციების კურსი ქვანტურ-ინფორმაციული სისტემების შესახებ დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში

24-28 ივნისს სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფ. პაატა კერვალიშვილმა, Erasmus+ გაცლითი პროექტის ფარგლებში, ლექციების ციკლი ჩაატარა პროექტის კოორდინატორ საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში
11 ივლ

HEG Arc ფრანგულენოვანი საგრანტო პროგრამები შვეიცარიაში - 2019/20 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრი

შვეიცარიის ნოშატელის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლა (HEG - Haute école de gestion Arc) აცხადებს ფრანგულენოვან საგრანტო პროგრამებს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის, ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის
11 ივლ

პროექტი ECOMODE - შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

5 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ პროგრამის ECOMODE პროექტის ფარგლებში
10 ივლ

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

2019 წლის იანვარში, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალში "Стекло и Керамика" დაიბეჭდა სტატია სათაურით - „ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“. სტატიის ავტორია მხატვარ-კერამიკოსი უსტიაშვილი
09 ივლ

პროექტი PRINTeL - სამუშაო შეხვედრა პროექტის მონიტორინგის მიზნით

26 ივნისს, Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის მენეჯმენტის ჯგუფმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის მონიტორინგის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა
09 ივლ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეროს კვირეული გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეროს კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში დღეს პირველი შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა, რომელსაც საქართველოში გაეროს ელჩი საბინა მახლი დაესწრო.
05 ივლ

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამჯერად კომპანია Greentest-ის წარმომადგენლებთან შედგა
05 ივლ

გაეროს კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების, ასევე, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებების კვირეული ჩატარდება.
03 ივლ

Erasmus+ - სალექციო კურსი სოციალურ და ბიზნესის ფსიქოლოგიაზე აალენის უნივერსიტეტში

11 – 18 მაისს სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიტექნოლოგიებისა და სოიციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი ქეთევან თელია Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით, იმყოფებოდა აალენის უნივერსიტეტში
03 ივლ

Gulf American University - ტრეინინგპროგრამები უცხოელი სტუდენტებისა და აკადემიური თანამშრომლებისათვის

გალფის ამერიკული უნივერსიტეტი (Gulf American University) უცხოელი სტუდენტებისა და აკადემიური თანამშრომლებისათვის ტრეინინგპროგრამებს აცხადებს
03 ივლ

ვაკანსია აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

„თიბისი დაზღვევა“ სტუდენტებისთვის აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
03 ივლ

სტუ-ს სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ

2019 წლის 5 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლები წარადგენენ ევროკავშირისა და იუნესკოს ტექნიკური მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტს „შემოქმედებითი კლასტერების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება საქართველოში”. პროექტის პრეზენტაცია  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართება (მისამართი: სანაპიროს ქ. 4).
03 ივლ

პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ - „დიდი იდეების კონკურსი“ (Big Idea Challenge)

სტუ-ს სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ
03 ივლ

ISTC კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის - „ცენტრის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ჯილდო“

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) ახალგაზრდა მეცნიერთათვის აცხადებს კონკურსს „ცენტრის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ჯილდო“
03 ივლ

კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 11-12 ნოემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ჩატარდება საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო – ტექნიკური კონფერენცია “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”.

სიახლეები 1 - 20 of 3311