ანზორ კურატაშვილი

დაბადების თარიღი 27.07.1976
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი  ქ. თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა  დაოჯახებელი
საკონტაქტო ინფორმაცია
ბინის მისამართი: 0144, თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N67, ბ. 39, ტელ.: 274-87-55; მობ. 577-055-776.
E-mail: anzorkuratashvili@yahoo.com, anzorkuratashvili@gtu.ge

განათლება
  • 2008 წლის 15 მაისი _ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2008 წლის 15 მაისის ოქმი N 8). (დიპლომი  TESAU  N 000002). 
  • 1998-2001 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით: 08.00.01 – ეკონომიკური თეორია, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია.
    ყველა საკანდიდატო გამოცდაზე მიღებული მაქვს უმაღლესი შეფასება – ფრიადი.
  • 2000 წლის 20 ივნისი-30 აგვისტო – პრაღის (კარლოვის) უნივერსიტეტი (ჩეხეთი). დოქტორანტურის საზაფხულო სტაჟირება ამერიკის შეერთებულოი შტატების პროგრამით და დაფინანსებით.
  • 1993-1998 – თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტი. თბილისი. საქართველო.
    იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი.
    სპეციალობა: სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტი (იურისტ-ეკონომისტი). მომენიჭა იურისტისა და ეკონომისტის – მენეჯერის კვალიფიკაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან (დიპლომი წარჩინებით AA N 0007488).
  • 1993-1999 _ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. ტექნოლოგიისა და მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი. სპეციალობა: მეღვინეობის ტექნოლოგია.
    მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან (დიპლომი წარჩინებით CFE N 000097).
  • 2002-2004 _ ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიანტი (საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის N 323 განკარგულება. მოწმობა III – პს N 0059).
  • 1983-1993 _ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის მე-5 გიმნაზია.
შრომითი საქმიანობა
  • 09.2017 _ დღემდე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში.
  • 01.09.2013-09.2017 _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (სრული პროფესორი) ბიზნესტექნოლოგიების (ყოფილი ბიზნეს-ინჟინერინგის) ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში მენეჯმენტის მიმართულებით.
  • 2009 წლის 1 სექტემბრიდან _ 2013 წლის 1 სექტემბრამდე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნეს-ინჟინერინგის (ყოფილ ჰუმანიტარულ-სოციალურ) ფაკულტეტზე ეკონომკისა და ბიზნესის მართვის  დეპარტამენტში ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.
  • 2010 წლის იანვრიდან – 2013 წლის 31 მაისამდე  – საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური – თბილისის რეგიონალური ცენტრის კონტროლის სამმართველოს ანალიზის და დაგეგმვის განყოფილების მთავარი ოფიცერი.
  • 1992 წლის 1 აგვისტოდან – 2009 წლის 1 სექტემბერამდე – თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტი. თბილისი. საქართველო. მათ შორის, 1992 წლის 1 აგვისტოდან – 1998 წლის 1 ივლისამდე უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, ამავე დროს 1997 წლის 1 მარტიდან – იურისკონსულტი; 1998 წლის 1 ივლისიდან – 2009 წლის 1 სექტემბრამდე – უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში და საერთაშორისო ურთიერთობებში, და ამავე დროს უნივერსიტეტის იურისკონსულტი და პროფესორი ეკონომიკურ და სამართლებრივ დისციპლინებში.
  • 2004 წლის სექტემბერი _ 2007 წლის აგვისტო _ მომსახურება ავტომანქანებით და ლიმუზინებით. კომპანია `იერუსალიმი~. ნიუ-იორკი, აშშ. მენეჯერი.
სამეცნიერო კონფერენციები
  • 2018 წლის იანვრამდე _ 113-ჯერ მივიღე მონაწილეობა მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში, ხოლო 4-ჯერ რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში.
პუბლიკაციები
  • გამოქვეყნებული მაქვს 211 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია.
  • 197 ნაშრომი გამოქვეყნებული  მაქვს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში.
  • 86 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული მაქვს საზღვარგარეთ – 7 სახელმწიფოში (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი).
  • შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.
ენების ცოდნა
  • ქართული (მშობლიური),
  • ინგლისური (თავისუფლად),
  • რუსული (თავისუფლად),
  • პოლონური და გერმანული.
კომპიუტერის ცოდნა Microsoft Word, Excel, Windows, Internet 

სამეცნიერო-საგამომცემლო საქმე
ვარ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ”იურისპრუდენციის პრობლემების” რედკოლეგიის წევრი 2014 წლიდან.

მუნიციპალური მართვის აკადემიის (კიევი, უკრაინა) სამეცნიერო მაცნეს _ სამეცნიერო შრომების კრებული, სერია ”ეკონომიკა”, რედკოლეგიის წევრი 2012 წლიდან.

საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალ `ეკონომისტის~ რედკოლეგიის წევრი 2012 წლის ოქტომბერი _ 2016 წ.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ `პროგრესის~ მთავარი რედაქტორის მოადგილე 2012 წლიდან.

2008 წლიდან ვარ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების (2018 წლის იანვრამდე ვიყავი 28 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თანათავმჯდომარე.

3-ჯერ ვიყავი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების (კრებულების) სამეცნიერო რედაქტორი.

საერთაშორისო აღიარება
2015 წლიდან ვარ იურიდიულ მეცნიერებათა საერთაშორისო  აკადემიის აკადემიკოსი  და ამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.  

2013 წლის 10 აპრილიდან – პოლიტიკური მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი და ამ აკადემიის ვიცე პრეზიდენტი.

2008 წლის ივნისიდან – ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი.

2008 წლის 20 მაისიდან – სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი და ამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

2003 წლის მაისი – ახალგაზრდობის ინტელექტუალური შეჯიბრის „გონიერების ოდისეას“ მსოფლიო ფინალის ჟიურის წევრი. აიოვას შტატი. ამერიკის შეერთებული შტატები.

მაგისტრანტების და დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელობა
ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო დისერტაცია და 10 სამაგისტრო ნაშრომი.